შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, ოპერატიული მართვის ცენტრ „112“ - დან შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბალახს და მწვანე ნარგავებს მოეკიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 25-მდე მეხანძრე-მაშველმა, 1500-მდე კვადრატულ მეტრზე ხანძრის ლოკალიზება უმოკლეს დროში შეძლო.
ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ამჟამად, ხანძარი ლიკვიდირებულია.