შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 27 დეკემბრიდან 1 იანვრამდე მონაწილეობა მიიღეს აქციაში „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“. საპატრულო პოლიციის 70-მდე თანამშრომელმა სისხლის ჩაბარების აქცია დეკემბერის ბოლო კვირას ჩაატარეს და იმდენი სისხლი გაიღეს, რომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის იანვრის თვეში სისხლის მარაგის მოსალოდნელი დეფიციტი სრულად შეივსო.
შს მინისტრის ინიციატივით, სამინისტროს თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მთელი წლის განმავლობაში უანგაროდ აბარებენ სისხლს. აქციაში სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლის და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.