შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩ...
12-06-2017

გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი ჩაატარა.

შეხვედრას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორები ესწრებოდნენ.

გიორგი მღებრიშვილმა თათბირზე, დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის სტატისტიკა და ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პოლიციის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საქმიანობა განიხილა.

შეხვედრის დასასრულს შს მინისტრმა ყველა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს კონკრეტული დავალებები მისცა.