შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ხანძარი ელიავას ბაზრობაზე ლოკალიზებულია
03-07-2017

ხანძარი ელიავას ბაზრობაზე ლოკალიზებულია

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტონაწილების რამდენიმე მაღაზია იწვოდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ოპერატიულად გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. 2500 კვ/მ-მდე ფართობზე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ხანძარი ლოკალიზებულია. ამჟამად მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.


აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.