შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს დილიდან ახორციელებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ყაზბეგის მყინვარწვერის ტერიტორიაზე 12 ტურისტი რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა. გუშინ საღამოს, 15 აპრილს, მეტეოსადგურიდან ავსტრიის ორი მოქალაქე, შუახნის ქალი მონიკა შმოლტნერი და მამაკაცი, რომლის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია, მწვერვალ ყაზბეგის დასალაშქრად გაემგზავრა. შეტყობინების მიღებისთანავე, მყინვარწვერის მიმართულებით მაშველთა ჯგუფი გავიდა. რთული რელიეფური პირობების გამო სამძებრო სამუშაოები პარალელურად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენითაც მიმდინარეობდა. ხუთ საათიანი საძიებო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ტურისტების ცხედრებს მიაკვლიეს. გარდაცვლილები სტეფანწმიდნის პროზექტურაში გადაასვენეს. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.