შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და საერთაშორისო ორგანიზაცია „Eptisa“-ს თბილისის ოფისის ორგანიზებით, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ჩატარდა PPRD East-ის პროგრამის სემინარი თემაზე „კატასტროფების რისკების შემცირება“.
სემინარის მიზანი იყო კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში ევროპული გამოცდილების გაზიარება და წარმოდგენილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების პროფესიული დონის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება. ღონისძიების დასასრულს საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა სემინარის მონაწილეებს კურსის დამამთავრებელი სერტიფიკატები გადასცა.
სემინარს ევროკავშირის და სხვა მოწინავე საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები უძღვებოდნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების და აზერბაიჯანის და უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლები.