შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სამმართველოს ბიბერახელი მეხანძრეები (ჰებერთ ბადერი, ზიგფრიდ მაუხერი და ჰარალდ რინგეისი) ესტუმრნენ და საჩუქრად რესპირატორული აღჭურვილობა გადასცეს. ბიბერახი თელავთან “დაძმობილებული” ქალაქია, რომელთან ერთად ბევრ ახალ ინიციატივას და პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ბიბერახელმა სტუმრებმა თელავის განახლებული სახანძრო-სამაშველო შენობა დაათვალიერეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.
ვიზიტის ფარგლებში გერმანელმა კოლეგებმა სასუნთქი ბალონების დასატუმბი მოწყობილობა დაამონტაჟეს და ქართველ კოლეგებთან ერთად ტექნიკის და ტრანსპორტის შემოწმება/დათვალიერება განახორციელეს. ბიბერახელმა სპეციალისტებმა კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს მეხანძრე-მაშველებს აღჭურვილობის მოხმარების წესები გააცნეს.
ჩატარებული სამუშაოები გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს მათ ეფექტურ მუშაობას. შეხვედრაზე, ასევე, სამომავლო გეგმები, მათ შორის, 2016 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი მეხანძრე-მაშველთა სწავლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.