შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • კახეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
23-03-2025

კახეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირები: 1982 წელს დაბადებული ზ.გ. და 1977 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს.
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალება „ ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით.