შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 52-ე შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრაზე რამდენიმე ძირითადი საკითხი იქნა განხილული. საუბარი დავით ბაშარულის ცხედრის ექპერტიზასა და მისი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების საკითხს შეეხო.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების და ღობეების უკანონო მონტაჟით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს.
საუბარი ასევე საგაზაფხულო პერიოდის მოახლოებასთან ერთად საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ადგილობრივი მოსახლეობის მიერ უსაფრთხო დამუშავების საკითხს შეეხო.
შეხვედრაზე საუბარი ასევე ცხინვალის ციხეში და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს შეეხო.
შეხვედრაზე საუბარი ასევე გორის რაიონის სოფლების ქერე-კოშკას მონაკვეთზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით წარიმართა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 53-ე შეხვედრა 25 მარტს გაიმართება.