შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 50-ე შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განვლილ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების და ღობეების უკანონო მონტაჟით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს.
საუბარი ასევე შეეხო ზამთრის პერიოდის მოახლოებასთან ერთად საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შეშის ჭრასთან დაკავშირებულ შესაძლო პრობლემებს და ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების გაუჩინარების საკითხს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 51-ე შეხვედრა 2015 წლის 20 იანვარსაა დაგეგმილი.