შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ინციდენტების პრევენტიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 55-ე შეხვედრა ჩატა...
25-05-2015

ინციდენტების პრევენტიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 55-ე შეხვედრა ჩატარდა

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 55-ე შეხვედრას დაესწრნენ. მხარეებმა ისაუბრეს ინციდენტებზე, რომელიც ამ ერთი თვის განმავლობაში მოხდა. საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული მავთულხლართებისა და რკინის ღობეებით გამოწვეულ პრობლემებს.

შეხვედრაზე განიხილეს ბოლო პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის დაკავების ფაქტები, რამდენიმე თვის წინ ოკუპირებული ახალგორის მკვიდრის – დავით ბაშარულის გარდაცვალების ფაქტზე რუსეთის ექსპერტიზის დასკვნის გადმოცემის საკითხი, ასევე რომან შიტიკოვის და გრიგორი ნალბანდოვის საკითხები.