შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა უკრაინის სამართალდამცავი ორ...
21-01-2015

ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი დააკავეს

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა 18 იანვარს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება „დარიალში“, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული არტაკ მკრტუმიანი დააკავეს.

კიევის ინტერპოლის მიერ არტაკ მკრტუმიანი, დაკავების და შემდგომი ექსტრადიციის მიზნით, საერთაშორისო ძებნაში 2014 წლის 10 მაისს გამოცხადდა. მას ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არტაკ მკრტუმიანმა 2014 წლის 10 მაისს ქალაქ კრივოი როგში, ჩხუბის დროს ზურგში დანა ჩაარტყა მოქალაქე ი. რუდიაკს, რითიც მას სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა.

ამჟამად არტაკ მკრტუმიანი დაკავებული და გადაყვანილია თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.