შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ჰიპერმარკეტში „გუდვილი“ ხანძარი ლიკვიდირებულია
17-03-2016

ჰიპერმარკეტში „გუდვილი“ ხანძარი ლიკვიდირებულია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე–მაშველებმა ჰიპერმარკეტ „გუდვილში“ გაჩენილი ხანძარი ოპერატიულად ჩააქრეს.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ჰიპერმარკეტში „გუდვილი“ ძლიერი დაკვამლიანება იყო და ერთ-ერთი მაღაზიის სახურავი იწვოდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ.

ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა შენობაში მყოფი მოქალაქეების დროული ევაკუაცია და ხანძრის ლიკვიდირება მოახდინეს.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო 18 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი.