შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გლოვის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შე...
09-01-2025

გლოვის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 2025 წლის 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.