საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.