შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გიორგი მღებრიშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთსა და უნგრეთში გაემგზავრა
25-04-2016

გიორგი მღებრიშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთსა და უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთსა და უნგრეთში დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრ პეტრე ტობას შეხვდება. შს მინისტრი ასევე ეწვევა რუმინეთის სასაზღვრო პოლიციას, „A.I. CUZA“-ს პოლიციის აკადემიას, რუმინეთის ჟანდარმერიის გენერალურ ინსპექტორატს და პარლამენტს.

უნგრეთში გიორგი მღებრიშვილი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდება. საქართველოს დელეგაცია, შს მინისტრის ხელმძღვანელობით, შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სამართალდამცავ აკადემიაში (ILEA), ევროპის პოლიციის კოლეჯში (CEPOL), საჯარო მომსახურების ეროვნულ უნივერსიტეტში, კატასტროფათა მართვის ეროვნულ გენერალურ დირექტორატსა და ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთსა და უნგრეთში 28 აპრილს დასრულდება.