შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გიორგი მღებრიშვილი გუდაურში ახალი საბაგიროს გახსნას დაესწრო
23-12-2016

გიორგი მღებრიშვილი გუდაურში ახალი საბაგიროს გახსნას დაესწრო

ახალ სათხილამურო ტრასაზეც უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს

გუდაურში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის - „Doppelmayr"-ის ახალი საბაგირო გაიხსნა, რომლის ღირებულება 20 მილიონი ლარია. საბაგიროს გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

ახალ სათხილამურო სეზონზე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას შსს-ს საპატრულო პოლიციის ახალი დანაყოფი - მოთხილამურე პატრული დაიცავს. დანაყოფის სპეციალურად გადამზადებული 74 თანამშრომელი გუდაურის, მესტიის (თეთნულდი, ჰაწვალი), ბაკურიანის და გოდერძის უღელტეხილის ზამთრის კურორტების სასრიალო ტრასებზე პატრულირებას სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და სპეციალური ეკიპირებით განახორციელებს.