შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გიორგი მღებრიშვილი ბელგიის სამეფოში პირველი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა
20-03-2017

გიორგი მღებრიშვილი ბელგიის სამეფოში პირველი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს, უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა მინისტრს - ჟან ჟამბონს, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერს, ევროკომისარს მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში - დიმიტრის ავრამოპულოსს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარს - იოჰანეს ჰანს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

გიორგი მღებრიშვილი ასევე სიტყვით გამოვა „ევროპის პოლიტიკის ცენტრში“ (EPC) გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ევროკომისიის, საელჩოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.