შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გიორგი მღებრიშვილი ახალციხეს ეწვია
30-06-2017

გიორგი მღებრიშვილი ახალციხეს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში მოწყობილ იმიტირებულ ქალაქს ეწვია.

გიორგი მღებრიშვილმა შს სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი კუთხე და საგამოფენო სივრცე დაათვალიერა.

შს მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული მიულოცა.