შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გიორგი მღებრიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის ...
08-08-2017

გიორგი მღებრიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შსს-ს დაღუპული 19 თანამშრომლის ოჯახის წევრებთან ერთად, სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

შს მინისტრმა დაღუპული პოლიციელის, გია რომელაშვილის იუბილარ შვილებს - თამარს და მარიამს დაბადების დღე მიულოცა, შსს-ს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებს კი ფულადი დახმარება და საჩუქრები გადასცა.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.