შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გიორგი გახარიამ აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მრ...
07-03-2018

გიორგი გახარიამ აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველს სამინისტროს მედალი გადასცა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის და აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველს, მონიკა დორადოს შეხვდა.

გიორგი გახარიამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის განვითარების მიმართულებით ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული წარმატებული პროექტებისა და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის შექმნასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მონიკა დორადოს მადლობის ნიშნად სამინისტროს მედალი გადასცა.