საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით ეწვია გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტი, ბ-ნი იორგ ცირკე.
დღესვე გაიმართა შეხვედრები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ, ბ-ნ ალექსანდრე ჭიკაიძესა და მინისტრის მოადგილე, ბ-ნ ლევან იზორიასთან.
ბატონმა ცირკემ გამოთქვა საქართველოს შინაგან საქემთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი, განსაკუთებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, კრიმინალისტიკისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების სფეროებში.
დაგეგმილია შეხვედრები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს ხელმძღვანელებთან.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე მოინახულებს შსს აკადამიას, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-სა და ძველი თბილისის სამმართველოს.
გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის დელეგაციის ვიზიტი გაგრძელდება 26 აპრილამდე.