შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გდდ-ს ახალწვეულებმა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაშები მოაწყვეს
30-12-2016

გდდ-ს ახალწვეულებმა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაშები მოაწყვეს

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I სამმართველოს ბაზაზე, ამავე სამმართველოს ჯარისკაცებმა, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, მხიარულთა და საზრიანთა კლუბის თამაშები გამართეს. ერთმანეთს დეპარტამენტის ახალწვეულებისგან შემდგარი სამი გუნდი „ლიდერები“, „პატრიოტები“ და „ღიმილის ბიჭები“ შეეჯიბრნენ. გუნდების გამოსვლას ოთხკაციანი ჟიური აფასებდა.
ღონისძიებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, პირადი შემადგენლობა და ჯარისკაცების ოჯახის წევრები დაესწრნენ. ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულ გუნდს დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ სიურპრიზი მოუწყო - ჯარისკაცები ახალ წელს საკუთარ ოჯახებში შეხვდნენ.