შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • გარდაბნის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
12-08-2017

გარდაბნის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ გარდაბნის დაცული ტერიტორიის მიმდებარედ გაჩნდა ხანძარი. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა შსს-ს მეხანძრე-მაშველთა ორი ჯგუფი, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე წუთში შეძლეს.

მომხდარის შედეგად, ჯამში, 500 კვ/მ ფართობზე დაიწვა ბალახი, ბუჩქნარი და რამდენიმე ხე. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დროული რეაგირების შედეგად, ხანძარს გარდაბნის დაცულ ტერიტორიაზე ფართო მასშტაბისთვის არ მიუღწევია.

ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.