შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს წარმომადგენლები სოფელ მეჯვრისხევში მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრნენ. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ მალანიამ და განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს უფროსმა მამუკა სეფიაშვილმა სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებ მარღიშვილების მრავალშვილიან ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, სურსათი, საახალწლო ტკბილეული, სათამაშოები და შეშა მიუტანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი პერიოდულად ატარებს აღნიშნული სახის ღონისძიებებს და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.