შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დ...
24-02-2016

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ასპინძის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ასპინძის 52-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელები ეწვივნენ.

მოზარდები წვევამდელთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობის და პრაქტიკული წვრთნების პროცესს: ბარიერების გადალახვას, კედელზე დაშვებას, საბრძოლო ილეთებს და ტირში სროლას დაესწრნენ. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარატამენტის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს, მათი საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს.

52-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.