შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ფანცულაია საერთაშორისო კორპრაცია „Airbus Defense and Space“-ის წარმომადგენლებს: ბრიჯიტ სეროლტს და კარიმ სოუდანის შეხვდა. აღნიშნული კომპანია ევროპული სტანდარტების შესაბამის, თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემებს და უსაფრთხოების საშუალებებს აწარმოებს, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებთან და სხვა სამთავრობო ორგანიზაციებთან.
შეხვედრის დროს, კორპორაციის წარმომადგენლებმა გამართეს პრეზენტაცია მათი საქმიანობის და იმ ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ, რასაც აწარმოებს „Airbus Defense and Space“. მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშრის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ასევე მოიცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკით აღჭურვას და სხვა საჭიროებების დაფინანსებას. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს ის ძირითადი საჭიროებები და პრიორიტეტები გააცნეს, რაც დეპარტამენტის შემდგომი განვითარებისათვის არის აუცილებელი.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელების დაინტერესება გამოთქვეს. კორპორაციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანოყოფების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.