შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ფრანგი სენატორები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ესტუმრ...
18-02-2016

ფრანგი სენატორები გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ფრანგი სენატორები - პასკალ ალიზაღი და ჟიზელ ჟურდა ეწვივნენ.

საფრანგეთის დელეგაციის წევრებს „112“-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა უმასპინძლა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა. სტუმრები „112“-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს დაესწრნენ.

ფრანგი სენატორები „112“-ის სერვისებით და სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდნენ. სტუმრებმა ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.