შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ.
სანაპირო დაცვის ბაზის წარმომადგენლებმა სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ მოკლე პრეზენტაცია წარუდგინეს და მეზღვაურების მუშაობის პრინციპები გააცნეს. შემდეგ სტუდენტებმა მცურავი საშუალებები დაათვალიერეს.
ღონისძიება ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფებში სტუდენტების სასწავლო ვიზიტებს ითვალისწინებს.