შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ფოთის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
11-02-2016

ფოთის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ფოთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის დროული ლიკვიდირება მოახდინა.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ფოთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვოდა და არსებობდა ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად იყვნენ მობილიზებულები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები.

ჩატარებული სახანძრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მოხდა ხანძრის ლიკვიდირება. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 80–მდე მეხანძრე-მაშველი, 14 სახანძრო ეკიპაჟი და 2 სამაშველო ბრიგადა.