შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ესპანეთის ინტერპოლმა თბილისის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დაა...
24-07-2016

ესპანეთის ინტერპოლმა თბილისის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

ესპანეთის ინტერპოლმა, თბილისის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე 07.03.2008 წლიდან ძებნილი, საქართველოს მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული არჩილ გ. ქალაქ მადრიდში დააკავა.

არჩილ გ.-ს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებული ექსტრადირებულია საქართველოში.