შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ძლიერ აფეთქებას გლდანში ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
15-07-2015

ძლიერ აფეთქებას გლდანში ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

მე-6 მიკრორაიონის №2 კორპუსში ძლიერი აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის სამი სართულის კედლები დაზიანდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება გლდანში მომხდარი აფეთქების შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე მობილიზებულ იქნა 16 ერთეული სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟი. სამაშველო-საძიებო და გაწმენდით ღონისძიებაში ჩართული იყო 80-მდე მაშველი. გლდანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.