შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • დარიალის ხეობაში საძიებო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება
20-05-2014

დარიალის ხეობაში საძიებო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დევდორაკის ხეობაში გაწმენდითი და საძიებო-სამაშველო სამუშაოები დილიდან განაახლეს. მათ მოახერხეს მეწყერით ჩახერგილ ზონაში მოყოლილი კიდევ ერთი სატვირთო ავტომანქანის პოვნა. ლარსის მხარეს მთის ნაშალში მოყოლილი ავტომანქანების გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, უკვე ნაპოვნია სამი, ხოლო მეოთხე სატვირთო ავტომანქანის ნაშალი მიწისგან გაწმენდის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.