შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • დაღუპული პოლიციელების შვილებისთვის სათხილამურო შეჯიბრი მოეწყო
07-02-2016

დაღუპული პოლიციელების შვილებისთვის სათხილამურო შეჯიბრი მოეწყო

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილებმა ბაკურიანში საგანაგებოდ მათთვის გამართულ სათხილამურო შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა. შეჯიბრის დასრულების შემდეგ, მათ მედლები, სიგელები და შს მინისტრის სახელით, საჩუქრები გადაეცათ.

გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, დაღუპული პოლიციელების შვილებმა, დედებთან ერთად, მთის კურორტზე, ბაკურიანში 10 დღე გაატარეს. სპორტულ სკოლაში პროფესიონალმა ტრენერებმა ბავშვებს სათხილამურო სპორტი შეასწავლეს. მათ, ასევე, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.