შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
31-07-2015

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები მეორე დღეა ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში არიან ჩართულნი.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბორჯომში, სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივი იწვოდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო 20 სახანძრო-სამაშველო ერთეული და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ბორჯომისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ორი ვერტმფრენი.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 6 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.