შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ანონსი
11-06-2016

ანონსი

12 ივნისს, 11:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, საქართველოში პირველად მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე აღინიშნება.

ღონისძიებას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილეები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პირადი შემადგენლობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დაესწრებიან.

გიორგი მღებრიშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს მიულოცავს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის, მადლობის სიგელებს პირადად გადასცემს.