2 ოქტომბერს, 12 :00 საათზე, თბილისი საერთაშორისო აეროპორტში, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, კინოლოგიური პროექტის დახურვის ცერემონიას დაესწრებიან. ღონისძიებაზე აშშ-ს მთავრობა პროექტ K9-ს ქართულ მხარეს გადასცემს, რომელიც შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების თანამშრომლობით გაგრძელდება.