შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ანონსი
02-09-2015

ანონსი

3 სექტემბერს, 11:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის და თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) დირექტორის მოადგილე სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ნავმისადგომს საზეიმოდ გახსნიან. გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრებიან საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.