შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ანონსი
26-05-2015

ანონსი

27 მაისს, 12 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბორჯომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩას, სკვერს და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალს გახსნის. გახსნის ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრები დაესწრებიან.