8 მაისს, 10:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში (გმირ კურსანტთა ქ. N1) გაიხსნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კონსტიტუციური სახელმწიფო გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ“. კონფერენციას გახსნიან შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჟოან ლუის პერეს ფრანსეჩი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები, ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის, ბარსელონას ავტონომიური უნივერსიტეტის და მიგელ დე სერვანტესის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორები და ანალიტიკოსები. კონფერენციის დასასრულს მადრიდის ნებრიხას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.