19 დეკემბერს, 13:00 საათზე, რუსთავში (წითელი ხიდის გზატკეცილი 21-ე კმ), შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ორი წლის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაზე მოწვეული არიან მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიული კორპუსის წარმომადგენლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ზუბადალაშვილი ორი წლის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშს წარადგენს. პრეზენტაციის შემდეგ კი სააგენტოს 10 თანამშრომელი დაჯილდოვდება. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება შსს-ს სპორტულ კლუბ „MIA Force“-ის და მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალი ავტომობილები, სახელმწიფო სანომრე ნიშნების საბეჭდი დანადგარი, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი 3D ფორმატის ბილეთები, სააგენტოს მიერ განხორციელებული რეფორმების ამსახველი ვიდეორგოლი და საინფორმაციო ბუკლეტი.