შინაგან საქმეთა სამინისტრო, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის „არა ძალადობას!“ ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს.
1 დეკემბერს, 11 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში (ნოე რამიშვილის N38-ში) მედიის წარმომადგენლებს კონკურსის პირობებს ჟიურის წევრები გააცნობენ. კამპანიაში საზოგადოების ჩართულობის ამაღლების მიზნით, სამინისტრო ოჯახში ძალადობის თემაზე საუკეთესო ჟურნალისტურ ნამუშევარზე ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა თავიანთი ნამუშევრები შსს-ს სოციალური კამპანიების „ფეისბუკი“-ს გვერდზე „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“ 15 დეკემბრამდე უნდა ატვირთონ. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო ტელესიუჟეტი; საუკეთესო ტელეგადაცემა; საუკეთესო რადიოსიუჟეტი; საუკეთესო რადიოგადაცემა; საუკეთესო სტატია.
ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური. კონკურსში გამარჯვებულები შსს-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია „UN WOMAN“-ისგან სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.