21 ნოემბერს, 14:00-ზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართება. ღონისძიებას მთავრობის ადმინისტრაცია გახსნის. სტრატეგიის სამუშაო ვერსიას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია წარადგენს. პრეზენტაციის შემდეგ თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართება. ღონისძიებაზე მოწვეული არიან მთავრობის წევრები, აშშ-ს ელჩი საქართველოში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.