27 მაისს, 11:30 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გუდაურში პოლიციის ახალ შენობას გახსნის. პოლიციის ახალი, ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკით და ინვენტარით არის აღჭურვილი.
ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური: მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყაზბეგის რაიონული პოლიციის გუდაურის განყოფილება, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და დაცვის პოლიციის დანაყოფები განთავსდება. აღნიშნული სამსახურები აქამდე სხვადასხვა შენობაში იყო განლაგებული.