შინაგან საქმეთა სამინისტრო, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ჟურნალისტებისთვის კონკურსს აცხადებს. სამინისტრო ანტინარკოტიკულ საგანმანათლებლო კამპანიას ახორციელებს, რომელიც ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების წინააღმდეგ არის მიმართული. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“. კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტებისთვის აცხადებს კონკურსს საუკეთესო ნამუშევარზე – „არა – ბიონარკოტიკს“. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო ტელესიუჟეტი; ტელეგადაცემა; რადიოსიუჟეტი; რადიოგადაცემა; სტატიის ავტორი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თავისი ნამუშევრები კამპანიის „ფეისბუქი“-ს გვერდზე 1 თვის განმავლობაში უნდა ატვირთონ.