10 თებერვალს, 13:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სოციალური კამპანიის – „შეიკარი ღვედი“-ს და კამპანიის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ექსპერტები – შალვა ოგბაიძე, დავით მესხიშვილი და ვიდეორგოლში მონაწილე ცნობილი სახეები: გივი ბერიკაშვილი, ნიკა მაჩაიძე, რობი კუხიანიძე, ნატო მეტონიძე, სამორი ბალდე და ანი ტყებუჩავა დაესწრებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 10 თებერვლიდან იწყებს სოციალურ კამპანიას – „შეიკარი ღვედი“. კამპანიის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი ორი კვირის განმავლობაში სატელევიზიო და რადიო ეთერებში, ასევე, კინოთეატრებში – „რუსთაველსა“ და „ამირანში“ განთავსდება. კლიპში მონაწილე ცნობილი სახეები მძღოლებს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვისა და დამცავი ღვედის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.