შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ქალაქ რუსთავში, 6 თებერვალს, 15:00 საათზე, ტექნიკური უსაფრთხოებისა და სერთიფიცირების სფეროში საერთაშორისო კომპანია TUV Rheinland Group-ის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება.
ტექნიკური უსაფრთხოებისა და სერთიფიცირების სფეროში საერთაშორისო კომპანიის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა რამდენიმე შეხვედრა გამართეს. შეხვედრებზე საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის სავალდებულო პერიოდული ტესტირების პროექტის შესახებ ისაუბრეს.