შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • ახალქალაქში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
28-08-2017

ახალქალაქში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალქალაქში, სოფ. კორხის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, შერეული ტყის მასივში გაჩნდა ხანძარი. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყონებლივ მოხდა ათეულობით მეხანძრე-მაშველისა და შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მობილიზება.

რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე მაშველების დროული და ეფექტური რეაგირების შედეგად, 2-3 ჰა ფართობზე გავრცელებული ხანძრის ლოალიზება უმოკლეს დროში მოხდა.

ამჟამად, მიმდინარეობს ხანძრის ცალკეული კერების ლიკვიდირება. ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.