შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • აჭარაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა
30-07-2016

აჭარაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და პროკურატურის თანამშრომლებმა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე სამართალდამცველებმა მოქალაქეებს ტრეფიკინგის საფრთხეებისა და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. დარიგდა საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელშეწყობით, ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე დაიბეჭდა.

2013 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 30 ივლისი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. საქართველო, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, ამ დღეს სიმბოლური ღონისძიებებით აღნიშნავს, რაც ხაზს უსვამს ტრეფიკინგის პრობლემის მნიშვნელობას და სახელმწიფოსთვის ამ საკითხის პრიორიტეტულობას. თავის მხრივ, შს სამინისტრო აღნიშნულ დანაშაულთან წარმატებულ ბრძოლას პარტნიორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით აქტიურად განაგრძნობს.