შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • აბესაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
16-01-2016

აბესაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ აბესაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის დროული ლიკვიდირება მოახდინა.

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ აბესაძის ქუჩაზე სამშენებლო მილები იწვოდა და არსებობდა ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად იყვნენ მობილიზებულები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები.

ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მოხდა ხანძრის ლიკვიდირება. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო 70–მდე მეხანძრე-მაშველი, 8 სახანძრო ეკიპაჟი და 2 სამაშველო ბრიგადა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.